Tuesday, January 13, 2009

გურია-სამეგრელოს ღვინოები


დღეისათვის გურია-სამეგრელოს ვენახებში იმერული ცოლიკაური გაბატონებულა. ძველად გურიაში „ჯანის ღვინოს“ სიმაგრით ბადალი არ მოეპოვებოდა. გურიის მთისპირა სოფლებში ერთეული ძირების სახით გვხვდება ხეებზე გაშვებული წითელყურძნიანი ჯიშები ჯანი და ჩხავერი.

სამეგრელოშიც დღეისათვის იშვიათობადაა ქცეული ძველი მაღალი ვაზის ჯიშები, მათ შორის წითელყურძნიანი ოჯალეში ანუ შონური. ეს შესანიშნავი ვაზი უმთავრესად მთაგორიან, მაღლობ ადგილებში მოჰყავდათ. ოჯალეშს, დასავლეთ საქართველოში აღიარებულ თავღვინოს, გასულ საუკუნეში თვით კახურ საფერავსაც კი უტოლებდნენ.
ვახო ვახტანგაძე
52-ე საჯარო სკოლა

მე-10 კლასი

No comments:

Post a Comment