Tuesday, January 13, 2009

ალექსანდროული

მთაგორიან რაჭას უმთავრესად წითელყურძნიანმა ალექსადნდროულმა მოუხვეჭა სახელი: „შემრგოა, ძველობს და მგზავრობასაც კარგად იტანს“.

ალექსანდროულის ჯიშისგან მზადდება მსოფლიოში განთქმული ბუნებრივად ტკბილი „ხვანჭკარა“, რომელიც ქვემო რაჭის სოფლის სახელს ატარებს. ვენახები შეფენილია სამხრეთის მზვარე ფერდობებზე, სადაც კირით მდიდარი ნიადაგია. გვალვიან ამინდში ალექსანდროული ადვილად ჭკნება და გადამწიფდება, რის გამოც ყურძენში უხვად გროვდება შაქარი. ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით ხის საწნახელში „გაყენებული“ ყურძნის წვენი ბოლომდე დაუდუღარი რჩება, რასაც ნაწილობრივ შემოდგომის სიცივეები უწყობს ხელს. ამ წესით დაყენებული ღვინო საკმაო სიტკბოს ინარჩუნებს. მუქი ლალისფერი, ხავერდოვანი, ნაზი, მოტკბო ხვანჭკარა ქალების მოწონებითაც სარგებლობს, რომელმაც მსოფლიო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეთუნა კვინიკაძე
52-ე საჯარო სკოლა
მე-11 კლასი

No comments:

Post a Comment