
მზადდება ძირითადად რქაწითელისაგან, რომელსაც 5-15% რაოდენობით უმატებენ კახეთის რაიონებში მწვანედ დამზადებულ ღვინომასალებს.
ამ მარკის ღვინომასალებს ამზადებენ თელავის, ახმეტისა და ყვარლის რაიონებში.
მტევნებს დამპალსა და დაზიანებულ მარცვლებს გამოაცლიან, ყურძენს გაატარებენ საჭყლეტ-კლერტსაცლელში და გამოწნეხენ კალათიან წნეხებში. თვითნადენსა და პირველი წნეხის ტკბილს ერთად აგროვებენ, დაადუღებენ და აქედან მიღებულ ღვინომასალას იყენებენ სამარკო ღვინისათვის. მოდუღარი ტკბილის ტემპერატურა უნდა იყოს 20-25 გრადუსი. ღვინის მოხსნა ხდება შაქრის მთლიანად დადუღების და დაწმენდის შემდეგ, რასაც ჩვეულებრივ იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში აწარმოებენ. ლექიდან მოხსნის და ეგალიზაციის შემდეგ ღვინო გადააქვთ სარდაფში დასავარგებლად. ტკბილის დუღილი ხდება კასრებში.
No comments:
Post a Comment