Wednesday, January 14, 2009

ტიბაანი

კახურად დაყენებული ღვინო „ტიბაანი“ შეიცავს ალკოჰოლს 11.5-13%-მდე, ხოლო ტიტრულ მჟავებს - 4.5-6%-მდე. ამ მარკის ღვინომასალებს ამზადებენ რქაწითელიდან სიღნაღის რაიონის ტიბაანის მიკრორაიონში.

საღ ყურძენს გაატარებენ საჭყლეტ ტუმბოში და დურდოს (კლერტიანად) ათავსებენ 100-300 დკ-იან ქვევრებში. დუღილის მიმდინარეობისას წარმოებს ჭაჭის ჩაზელვა დღე-ღამეში 3-5-ჯერ. დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინოს ტოვებენ ჭაჭაზე ძირითადად იანვრის თვემდე. როცა თავზე მომდგარი ჭაჭა ჩაიძირიება და ღვინო დაიწმინდება, მას ტუმბოს საშუალებით სამ ფრაქციად გადაიღებენ. პირველ ფრაქციას იყენებენ აღნიშნული მარკისათვის. ღვინოს აქვს მუქი ჩაისფერი. ბუკეტში გამოსახულია ქიშმიშის ტონი. იგი ჰარმონიულია და ხავერდოვანი.
ეთუნა კვინიკაძე
52-ე საჯარო სკოლა
მე-11 კლასი

No comments:

Post a Comment