Tuesday, January 13, 2009

ქართლის ღვინოები


ქართლის ღვინოებს შორის ჩინური, გორული მაწვანე და და თავკვერის ღვინოები გამოირჩევა.

ჩინური სიტყვა ჩინისგან წარმოსდგა (აკად. ივ. ჯავახიშვილი). აკად. ს. ჩოლოყაშვილი მას სიტყვა ჩინებულს უკავშირებდა ამ ჯიშის კარგი თვისებების გამო. ჩინური ჯიშისათვის დამახასიათებელია ძლიერი ზრდა, უხვი მოსავალი, გარეგნობით მომხიბვლელი მტევნები და მარცვალი, დაავადებებისადმი გამძლეობა, ღვინის მაღალი ხარისხი. ამჟამად იგი გამოიყენება შამპანურ ღვინომასალად და ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად.

ატენში ძველთაგანვე შეუდარებელი ღირსების ცქრიალა ღვინოს - ატენურას აყენებენ, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის დაზასიათებით, „უმეტესია ყოველთა საქართველოს ღვინოთა“.
ვახო ვახტანგაძე
52-ე საჯარო სკოლა
მე-10 კლასი

No comments:

Post a Comment