Tuesday, January 13, 2009

საფერავი

საფერავი მარტო საქართველოს სიამაყე კი არ არის, არამედ მსოფლიო ასორტიმენტის მშვენებაცაა. ამ ყურძნის ჯიშიდან აყენებენ მსოფლიოში განთქმულ ღვინო „მუკუზანს“, რომელმაც მსოფლიოს წითელ ღვინოებს შორის არა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ბოლო წლებში გამართულ მსოფლიო დეგუსტაციაზე ჩემპიონთა ჩემპიონიც გახდა. ევროპელი ამპელოგრაფები საგანგებოდ სწავლობდნენ ამ ჯიშს და მას პირველობა მიანიჭეს მსოფლიოს წითელყურძნიან ვაზებს შორის.

ღვინო „მუკუზანისათვის“ მასალას საფერავიდან კახეთის რაიონებში ამზადებენ მდ. ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. მარანში მიტანილ დარჩეულ ყურძენატარებენ საჭყლეტ-კლერტსაცლელში. დაჭყლეტილს ათავსებენ ასადუღებლად კოდებში, სადაც წინასწარ SO2-ია შეტანილია 75-100 მგ-ის ოდენობით ლიტრ დურდოზე. დუღილი მიმდინარეობს ჩაფლული ქუდით 270-300 ტემპერატურაზე. პირველი გადაღება ხდება ნოემბერ-დეკემბერში, მეორე - მარტ-აპრილში, მესამედ - მაის-ივნისში, მეოთხედ - ნოემბერ-დეკემბერში.
ეთუნა კვინიკაძე
52-ე საჯარო სკოლა
მე-11 კლასი

No comments:

Post a Comment